ე.წ ციანიდის საქმის მოსამართლე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

საქართველო, თბილისი - 13:19 | 27.10.2017
ნანახია: 1134

ე.წ ციანიდის საქმის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი პროკურატურაში, დახურული სხდომის ჩანაწერების მედიაში გავრცელების საკითხზე​, გამოკითხვაზე იმყოფება.

გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენსაქმის პროკურორები: ჯარჯი წიკლაური, ზვიად გუბელაძე და ვლადიმერ ვექილიანი.

პროკურატურამ ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების გამოკითხვაც სცადა, თუმცა მათ საგამოძიებო უწყებაში ჩვენებები არ მისცეს და მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვაზე დაიბარეს.

მთავარმა პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე