საქართველოს საგარეო უწყება საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 11:18 | 14.11.2015
ნანახია: 1658

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია საფრანგეთის ხელისუფლებას, დაღუპულებსა და დაშავებულებს საქართველოს ხელისუფლების სახელით უსამძიმრებს და საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ შემოღებულ დროებით ზომებსა და წესებს დაემორჩილონ.

"როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, უსაფრთხოების უმაღლესი დონის შესაბამისად და შემოიღო დროებითი ზომები, წესები საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე, შესაბამისად, ჩვენ ოპერატიულად ვართ კავშირზე ჩვენს საელჩოსთან. საელჩომ განათავსა თავისი საინფორმაციო ვებგვერდზე ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერი. გარდა ამისა, საელჩო მოუწოდებს განცხადებით და ჩვენც ვუერთდებით, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ამ პერიოდში განსაკუთრებით პარიზში და საზოგადოდ საფრანგეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან, დაემორჩილონ ამ დროებითი წესებს, შესაბამისად, შეინარჩუნონ სიმშვიდე. შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ ამ დასვენების დღეებში თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე, ან სასტუმროებში. სასურველია, რომ ამ ცხელი ხაზის მეშვეობით ჰქონდეთ კავშირი საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებთან. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებობს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ დაინტერესებულ მოქალაქეებს დაგვიკავშირდნენ და შეძლებისდაგვარად ოპერატიული ინფორმაცია მიიღონ.“ - განაცხადა დავით ჯალაღონიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე