Wi-Fi მამაკაცის უნაყოფობას იწვევს

საქართველო, თბილისი - 17:12 | 11.09.2015
ნანახია: 2704

მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ მამაკაცებს, რომლებიც ხშირად იყენებენ Wi-Fi-ს შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნათ შვილოსნობასთან დაკავშირებით.

შესაბამისი დასკვნა ამერიკელმა და არგენტინელმა მეცნიერებმა გააკეთეს. ექსპერიმენტის ჩასატარებლად მათ 26-45 წლის 29 მამაკაცის სპერმა აიღეს.

ნიმუშების ნაწილი Wi-Fi-ის მეშვეობით ინტერნეტში ჩართულ პორტატული კომპიუტერების ქევშ მოათავსეს, მეორე ნაწილი კი ელექტრონული ტექნიკისგან შორს შეინახეს. კომპიუტერი ოთხი საათის განმავლობაში იყო ჩართული.

ცდის დასრულებამდე კომპიუტერის ქვეშ მოთავსებული სპერმატოზოიდების 25-მა პროცენტმა მოძრაობის უნარი დაკარგა, 9 პროცენტს კი დნმ-ში ცვლილება დაუფიქსირდა.

სპერმატოზოიდები, რომლებიც გამოსხივებისგან იყო მოშორებული, ნაკლებად დაზიანდა. მოძრაობის უნარი სპერმატოზოიდების მხოლოდ 14-მა პროცენტმა დაკარგა, დნმ-ში ცვლილებები კი მხოლოდ ნიმუშების 3 პროცენტს აღმოაჩნდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე