flyuia კიევიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით მგზავრებს სპეციალურ მენიუს - Buy on Board-ს სთავაზობს

საქართველო, თბილისი - 15:05 | 13.11.2015
ნანახია: 1642

კიევი-თბილისისა და კიევი-ქუთაისის მიმართულებით, ავიაკომპანია flyuia მგზავრებს კვების ახალ სისტემას - Buy on Board-ს სთავაზობს. როგორც flyuia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ავიაკომპანია ბორტზე კვების ახალ ეტაპზე - „Buy on Board»-ზე (შეიძინე ბორტზე) გადავიდა.

„Buy on Board”-ის მიხედვით, მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ, ავიაკომპანიის საიტზე, ან სალაროებში, წინასწარ შეუკვეთონ მენიუ -„Preordered Meal“.

როგორც უკრაინული ავიაგადამზიდავი აცხადებს, flyuia გამუდმებით მუშაობს სერვისის გაუმჯობესებაზე და ცდილობს, მგზავრებს საუკეთესო შეთავაზება გაუკეთოს.

გაფრენამდე მინიმუმ 72 საათით ადრე მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი სურვილის მიხედვით, შეუკვეთონ საუზმე, სადილი, ან ვახშამი.

ამისათვის კი მგზავრმა ავიაკომპანიის საიტზე უნდა შეავსოს შესაბამისი განაცხადი, ან დარეკოს კომპანიაში, სადაც მას გააცნობენ საკვები პროდუქტებისა და კერძების ასორტიმენტს და მიიღებენ შეკვეთას.

„Preordered Meal“-ი ითვალისწინებს ვეგეტარიანულ, საბავშვო, მუსულმანურ მენიუს და ასევე ქაშერულ კვებას.

„ეს არის ჩევენი კონცეფციის ახალი ეტაპი, როდესაც მგზავრებს ვაძლევთ შესაძლებლობას შეარჩიონ სასურველი მენიუ. ყველა კერძი მზადდება კეიტერინგული კომპანია Do&Co Gourmet-ის საფირმო რეცეპტების მიხედვით“, აცხადებენ flyuia-ში.

შორმაგისტრალურ რეისებზე და ასევე ბზიენსკლასის მგაზვრებისათვის ავიაკომპანიის ბორტზე კვება უფასოა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე