ბრედ პიტი და ჯონი დეპი - ჰოლივუდის ყველაზე წამგებიანი მსახიობები

საქართველო, თბილისი - 15:55 | 23.10.2017
ნანახია: 3068

გამოცემა Variety-მ ჰოლივუდის ყველაზე მომგებიანი მსახიობების რეიტინგი შეადგინა, რომელიც 1980-2017 წლებს მოიცავს. პირველ ადგილზე ემილიო ესტევესი აღმოჩნდა, რეიტინგის ბოლო ადგილები კი ყველაზე არამომგებიანმა მსახიობებმა ბრედ პიტმა და ჯონი დეპმა დაიკავეს.

ლიდერების სამეულში ესტევესი (ჩარლი შინის ძმა) დამსახურებულად იკავებს პირველ ადგილს. ფილმების გადაღებისას თითოეულ დახარჯულ დოლარზე მან სტუდიებს 6,7 დოლარი მოუტანა. მაყურებლები ემილიო ესტევესს კარგად იცნობენ დაბალბიუჯეტიანი ფილმებიდან „კლუბი „საუზმე“, „ახალგაზრდა მსროლელები“, „თვათვალი“.

მეორე ადგილი დაიკავა ჟან-კლოდ ვან დამმა (4,2 დოლარი დახარჯულ ერთ დოლარზე), მესამე კი წილად ხვდა მელ გიბსონს (3,5 დოლარი)

ყველაზე წამგებიანი მსახიობები აღმოჩნდნენ ისინი, რომლებიც მსხვილბიუჯეტიან ბლოკბასტერებში მონაწილეობდნენ.

ბოლო ადგილზეა ბრედ პიტი, მისი მონაწილეობით შექმნილმა ფილმებმა საშუალოდ ყოველ დახარჯულ ერთ დოლარზე მხოლოდ 10 ცენტი მოიგეს, ჯონი დეპის როლებმა კი ფილმების შემქმნელებს ერთ დახარჯულ დოლარზე  მხოლოდ 20 ცენტის მოგება მოუტანა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე