ლეონარდო დი კაპრიომ ღამე ჯულიეტ პერკინსთან გაატარა

საქართველო, თბილისი - 13:51 | 23.10.2017
ნანახია: 1605

ლეონარდო დი კაპრიოს თაყვანისმცემლებს სათვალავი აერიათ მისი ინტრიგებისა და მოდელების გარჩევაში. ამ დღეებში ოსკაროსანი მსახიობი უკრაინელ ალინა ბაიკოვასთან ერთად დაინახეს, ახლახან კი პაპარაცებმა ის პოდიუმის მორიგ ვარსკვლავთან შენიშნეს.

ცოტა ხნის წინ ლეო მეგობრებთან ერთად ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ღამის კლუბში ერთობოდა.

ვარსკვლავმა დაწესებულება შუაღამისას დატოვა და სავარაუდოდ მარტო არ ყოფილა. მასთან ერთად მანქანაში ჩაჯდა მოდელი ჯულიეტ პერკინსი. პაპარაცების დანახვისას ისინი გაურკვეველი მიმართულებით მიიმალნენ.

შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც ერთი თვის წინ პრესაში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ მსახიობმა ყოფილ მეგობარ გოგონასთან ტონი გარნთან ურთიერთობის განახლება გადაწყვიტა.

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ლეო თითქმის ყოველდღე საზოგადოებაში ახალ-ახალ ქალებთან ერთად ჩნდება, მან ჯერ თავის გრძნობებში გარკვევა ვერ მოახერხა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე