კახა კალაძე იყო ამ არჩევნების მთავრი გმირი და მან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 11:26 | 22.10.2017
ნანახია: 1429

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. კახა კალაძე იყო ამ არჩევნების მთავრი გმირი და მან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პირველი ტურში ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნების შეჯამებისას გააკეთა.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურები შედგება მხოლოდ 5 მუნიციპალიტეტში. საკრებულოებშიც ,,ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება და შესაბამისი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი თითოეულ მუნიციპალურ წარმომადგენლობით ორგანოში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, წინასწარი მონაცემებით,  ქუთაისში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბორჯომში, ხაშურსა და ყაზბეგში, მეორე ტურის ჩატარებაა მოსალოდნელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე