ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:39 | 13.11.2015
ნანახია: 1592

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. საქართველოს დელეგაციას ბრატისლავას საერთაშორისო აეროპორტში ორი ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დახვდნენ.

დღესვე საქართველოს მთავრობის მეთაური სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ  რობერტ ფიცოს და ეროვნული საბჭოს სპიკერს პეტერ პელეგრინს შეხვდება.

დაგეგმილია საქართველოსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე