განქორწინება ჩემთვის ნამდვილი წამალი აღმოჩნდა - მელანი გრიფიტი

საქართველო, თბილისი - 16:43 | 20.10.2017
ნანახია: 5276

მელანი გრიფიტისთვის ანტონიო ბანდერასთან განქორწინება სასარგებლო აღმოჩნდა. 60 წლის მსახიობმა განაცხადა, რომ განქორწინების შემდეგ ფაქტობრივად გათავისუფლდა ეპილეფსიის შეტევებისგან.

„განქორწინება ჩემთვის ნამდვილი წამალი აღმოჩნდა. უკვე სამი წელია სტრესი აღარ განმიცდია“, - ციტირებს The Hollywood Reporter-ი გრიფიტს.

შეგახსენებთ, ანტონიო ბანდერასი და მელანი გრიფიტი 18-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2014 წელს განქორწინდნენ. ყოფილ ცოლ-ქმარს ჰყავს ერთი ქალიშვილი სტელა, რომელსაც წელს 21 წელი უსრულდება. ანტონიო ბანდერასს კი პირად ცხოვრებაში პრობლემები არ აქვს. მსახიობი ნიკოლ კემპელს ხვდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე