ოპერისა და ბალეტის თეატრში 20-21 ოქტომბერს საშა ვალცის სპეკტაკლი „COTINU“ იქნება წარმოდგენილი

საქართველო, თბილისი - 15:36 | 20.10.2017
ნანახია: 1381

20-21 ოქტომბერს, 20:00 საათზე საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, ოპერისა და ბალეტის თეატრში ბერლინის სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის, საშა ვალცის სპეკტაკლი „CONTINU“ იქნება წარმოდგენილი.

პროექტი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. 

​ცურიხის (Schauspielhaus im Schiffbau/Halle), პარიზის (Théâtre de la Ville Paris), ლონდონის (Sadler’s Wells), ბარსელონას ( Mercat de les Flors), რომის (Auditorium conciliazione), ათენის (Odeon of Herod Atticus), ბრუსელის (Theatre National), ლუქსემბურგის (Grand Theatre de la Ville Luxemburg), ნიუიორკის (BAM) შემდეგ, გერმანელმა ქორეოგრაფმა ედგარ ვარეზეს, იანის ქსენაკისის, კლოდ ვივიერის და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მუსიკაზე ვალცმა 24 მოცეკვავის დახმარებით, მსოფლიო ომების, მიგრაციისა და კულტურული იდენტობის სხვადასხვაობის პრობლემა ახალ ჭრილში წარმოადგინა.

წარმოდგენა განხორციელდა „საშა ვალცისა და სტუმრების“, ცურიხის სახელმწიფო ოპერის სახლისა და ციურიხის ფესტივალის თანამშრომლობით, ასევე ბერლინის ფესტივალისა და ლონდონის სედლერ სუელსის თეატრის დაკვეთით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე