დათუნა მგელაძე თბილისშია - მომღერალი ახალ პროექტზე მუშაობს

საქართველო, თბილისი - 11:38 | 13.11.2015
ნანახია: 4263

მომღერალი დათუნა მგელაძე თბილისშია და კონცერტების ორგანიზატორებს სოციალური ქსელით მიმართავს.

„ჩემო მეგობრებო და არამეგობრებო, მოგმართავთ კონცერტის ორგანიზატორებს, ახალ წელს მე ვარ საქართველოში, არ მივდივარ არსად, რამდენიმე ადამიანმა მითხრა, უი, ჩვენ მოსკოვში გვეგონეო, რომ აღარ ვეგონო არავის მოსკოვში ახალ წელს, მე აქ ვარ, მეტი რა გავაკეთო და ველი შემოთავაზებებს“, წერს მომღერალი დათუნა მგელაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

მომღერლის შემოქმედებით კარიერაშიც ცვლილებებია. ის ახალ ვიდეო-რგოლზე მუშაობს. სიმღერა ინგლისურენოვანია და როგორც თვითონ ამბობს, ასეთი პროექტი საქართველოში არავის გაუკეთებია.

“კვირას მეორე კლიპის გადაღებას ვიწყებ. ძალიან უცნაური ამბავი მოხდა. ჩემთან, ნოდიკო ტატიშვილსა და დათო ხუჯაძესთან მოვიდა ოთო ჭუმბურიძე, რომელმაც შემოგვთავაზა, რომ სამივე ჩვენგანს სრულიად უსასყიდლოს გადაგვიღებს კლიპებს. რასაკვირველია, დავთანხმდით. არ ვიცი, რა კრიტერიუმით აგვარჩია ჩვენ სამნი, მაგრამ ვიცი, რომ მისი გეგმები მხოლოდ საქართველოს არ უკავშირდება. თავად ამოარჩია სიმღერები სამივეს რეპერტუარიდან.

ვიდეოში ჩემ გარდა 25-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, შინაარსს ჯერ ვერ გაგიმხელთ.

სიმღერა ინგლისურენოვანია და ეკუთვნის დიჯეი Boryzz-ს (ბორიკო შხიანი) და მანუჩარ მანჯავიძეს. ეს არის დუეტი დიჯეისთან და რეალურად, ასეთი პროექტი საქართველოში არავის გაუკეთებია. უცხოეთში დიჯეისა და მომღერლის ბევრი თანამშრომლობა გვინახავს, მაგალითად, დევიდ გეტასი და რიანასი. საქართველოში ეს პირველი ასეთი თანამშრომლობაა და მინდა გითხრათ, რომ ბორიკო ისეთ კომპოზიციებს ქმნის, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება უცხოურს, ამაში დარწმუნებას მალე თავად შეძლებთ”, -განაცხადა „ფორტუნასთან“ საუბრისას დათუნა მგელაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე