წინასწარი ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 პროცენტით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 11:30 | 13.11.2015
ნანახია: 1491

იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8121 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1832 მლნ. აშშ დოლარი იყო (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 6289 მლნ. აშშ დოლარი (10 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში 4457 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 24 ნოემბერს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე