რუსთავში სარეკლამო ბანერი მანქანას დაეცა

საქართველო, თბილისი - 13:36 | 17.10.2017
ნანახია: 1140

ძლიერი ქარის შედეგად, რუსთავში, რკინის კონსტრუქცია ჩამოვარდა, რომელზეც სარეკლამო ბანერი იყო განთავსებული.

შემთხვევა შარტავას გამზირზე მოხდა.

ბანერი იქვე მდგარ „ნისანის“ მარკის ავტომობილს დაეცა და დააზიანა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა.

ფოტო: 1tv.ge




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე