1 დეკემბრიდან, შესაძლოა „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „GDS“, „მარაო“ და „კომედი არხი“ გაითიშოს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 17.10.2017
ნანახია: 3141

40-მდე მცირე და საშუალო საკაბელო ოპერატორის გადაწყვეტილებით, ექვსი ქართული არხი 12:00-დან 12:30-მდე გაითიშება.  საკაბელო ტელევიზიების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ბერუაშვილმა განაცხადა, რომ ეს ერთგვარი გაფრთხილებაა.

მისი განმარტებით, არაერთი წერილი გაიგზავნა ტელეარხებთან, შედგა შეხვედრაც, თუმცა პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. მისი თქმით, გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, შესაძლოა, არხები დიდი ხნით გაითიშოს. 

„რამდენი ხნით გაითიშება „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „ჯიდიესი“, „მარაო“ და „კომედი არხი“ საპროტესტოდ არ ვიცით. გავუწევთ ანგარიშს არჩევნებს. თუმცა პირველ დეკემებერს ექვსივე არხი ისედაც გაითიშებოდა, ეს მათი მოთხოვნა იყო, იმ შემთხვევაში, თუ კი თანხას არ გადაიხდიდნენ. გააცნობიერონ არხებმა, თუ რა როლი შეასრულეს საკაბელო ოპერატორებმა, მაშინ როცა მათ პრობლემა ქონდათ მათ ხელისუფლებასთან“ - განაცხადა თეონა ბერუაშვილმა.

მისივე თქმით, ჩატარდა გამოკითხვა და მომხმარებლები მომსახურების გაძვირების წინააღმდეგი არიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე