,,666'' - ცოტა ხნის წინ, 17 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

საქართველო, თბილისი - 00:16 | 14.10.2017
ნანახია: 2427

სასიკვდილო ინტერნეტთამაშის კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი - ცოტა ხნის წინ თბილისის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოზარდის ცხედარი იპოვეს.

17 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

კორპუსის მცხოვრებლების თქმით, არასრულწლოვნის თვითმკვლელობის მიზეზის სავარაუდო ვერსიებზე პოლიციელები საუბრობდნენ. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდამ ბოლო სატელეფონო შეტყობინება ნომერზე 666 გააგზავნა, მათ აფიქრებინებთ, რომ ეს რიტუალური სუიციდი იყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის ბიჭმა თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა, სადაც ის ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის.

არასრულწლოვნის გარდაცვალების მიზეზებს სამართალდამცველები სწავლობენ.

მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე