ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა - მეუფე პეტრე

საქართველო, თბილისი - 12:21 | 11.10.2017
ნანახია: 3127

ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა - ეს განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ საპატრიარქოში შესვლამდე, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

მეუფე პეტრე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა სხდომაზე მისთვის სასჯელის დადების საკითხის განხილვა მოხდეს.

„საკითხები სამწუხაროდ არ არის ცნობილი ჩემთვის პირადად. ობიექტურად, სამართლიანად, მიუკერძოებლად და სამართლიანად გადაწყდეს ყველა საკითხი. ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა,“ -განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახახსენებთ, რომ სინოდის სხდომა დღეს მოულოდნელად ჩაინიშნა. ეს არის წმინდა სინოდის პირველი სხდომა, ე.წ. ციანიდს საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ. დღევანდელ სხდომას 47 მღვდელმთავარი ესწრება. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე