დღეს გოგონების საერთაშორისო დღეა

საქართველო, თბილისი - 11:34 | 11.10.2017
ნანახია: 1081

გაერთიანებული ერების ორგანიზებით, 11 ოქტომბერს გოგონების საერთაშორისო დღეა.

მიუხედავად იმისა, რომ გოგონებისთვის განათლების ხელმისაწვდომობამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, კვლავაც არსებობს სახელმწიფოები, სადაც ბევრ მათგანს უსაფრთხოების, ფინანსური თუ კულტურული ბარიერების გამო სკოლაში სიარული არ შეუძლია. და მაშინაც კი, როცა გოგონებს განათლების უფლება აქვთ, ადეკვატური შედეგების მიღება სწავლის დაბალი ხარისხის, უპერსპექტივობისა თუ საშინაო საქმეების გამო მათ მაინც უჭირთ.

გოგონები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად აწყდებიან დისკრიმინაციასა და ძალადობას. 11 ოქტომბერი მიზნად გენდერული თანასწორობის ხაზგასმას, მათი უფლებების აღიარებას, შესაძლებლობების გაფართოებასა და პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე ფოკუსირებას ისახავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე