გონიოში მამაკაცი დაჭრეს - რა მოხდა გვიან ღამით ერთ-ერთ ღამის კლუში

საქართველო, თბილისი - 17:07 | 09.10.2017
ნანახია: 1394

ბათუმში, გონიოს დასახლებაში გუშინ ღამით მოქალაქე ნ.დ. დანით დაჭრეს. შემთხვევა ღამის კლუბ „დენიზის“ ეზოში მოხდა, სადაც სასტუმროც მდებარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ბათუმელები“ ავრცელებს. 

შემთხვევას ხელვაჩაურის პოლიცია იძიებს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ასევე დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე