როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

საქართველო, თბილისი - 15:41 | 09.10.2017
ნანახია: 1633

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღის მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა.

ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე კი, თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში პლიუს 21 - 26 გრადუსი იქნება.

10 - 11 ოქტომბერს საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმაც. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე დაიკლებს.

12 - 14 ოქტომბერს შედარებით გამოიდარებს. 15 ოქტომბრიდან კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე