სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
საქართველო, თბილისი - 10:55 | 09.10.2017 ნანახია: 969თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში და სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობაში ბრალდებული, განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ს. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პროკურატურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა შ.მ.-მ სასამართლოში უარი განაცხადა თავისი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 17 მარტს, დაახლოებით 21:40 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ნ.ს.-მ ქ. თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ შ.მ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, სცემა მას და ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა. ნ.ს.-ს დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სასამართლო პროცესზე ასევე დადასტურდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განაჩენით ნ.ს.-ს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეეზღუდა, მიუხედავად ამისა იგი 17 მარტს „მიცუბიში პაჯერო იო“-ს მარკის ავტომანქანას მართავდა.
სამართალდამცველებმა ნ.ს. იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობა) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ს. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა