თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს

საქართველო, თბილისი - 17:50 | 07.10.2017
ნანახია: 3287

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობაზე აღმართული რუსეთის სახელმწიფო დროშა ,,თავისუფალი ზონის" წევრმა, ონისე გერგედევამ ჩამოხსნა და დახია.

მისი თქმით, სირცხვილია, როცა დედაქალაქის ცენტრში, სახელმწიფო შენობაზე, ოკუპანტების დროშა ფრიალებს.

ცნობისთვის, კონსერვატორიაში 1-დან 11 ოქტომბრამდე საერთაშორისო კონკურსი ტარდება, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს და კონსერვატორიის წარმომადგენლების განცხადებით, სწორედ ამიტომ არის შენობაზე რუსეთის სახელმწიფო დროშა აღმართული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე