საქართველოში Björk ჩამოდის

საქართველო, თბილისი - 21:01 | 06.10.2017
ნანახია: 1663

2018 წლის შემოდგომაზე საქართველოში ცნობილი ისლანდიელი შემსრულებელი, კომპოზიტორი, მსახიობი და ჩანაწერების პროდიუსერი, ბიორკი ჩამოდის, ამის შესახებ ინფორმაციას fortuna.ge ავრცელებს.

,,ფორტუნას'' ცნობით, რომ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ბიორკი არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს ერთი თვის განმავლობაში ესტუმრება და ის სვანეთში ჩავა, სადაც ამ ხნის განმავლობაშო ცხოვრებას აპირებს. ასევე საუბარია კონცერტზე, რომელსაც ის ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს. 

ჯერჯერობით მისი ვიზიტის დეტალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ინფორმაცია fortuna.ge გაავრცელა

ბიორკი 1987 წელს გახდა ცნობილი, როცა ალტერნატიულმა როკ-ჯგუფმა The Sugarcubes გამოსცა სინგლი „Birthday“. სოლოკარიერა ბიორკმა 1993 წელს დაიწყო. მისი ალბომებიდან რამდენიმემ ბილბორდის ცხელი 200-ეულის ტოპ 20-ში დაიკავა პოზიციები, მსოფლიოში, პოპჩარტების ცხელ 40-ეულში მისი 30 სინგლი მოხვდა, 2015 წლამდე მონაცემებით, მას მსოფლიოში რამდენიმე ათეული მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ის დასახელებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტი ქალი და მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი გამორჩეული ხმა, 14-ჯერ იყო წარდგენილი „გრემიზე“, ერთხელ „ოსკარზე“, ორჯერ „ოქროს გლობუსზე“. 2015 წელს „თაიმმა“ „100 ყველაზე გავლენიან ადამიანს“ შორის შეიყვანა. 2000 წელს კანის კინოფესტივალზე „სიბნელეში მოცეკვავე“-ში შესრულებული როლისთვის, როგორც საუკეთესო მსახიობმა ქალმა, ჯილდო მიიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე