ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება

საქართველო, თბილისი - 17:52 | 06.10.2017
ნანახია: 1921

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთარ აბესაძის პროცესი დასრულდა.  დაცვის მხარემ ბრალდებულის ჯანმრთელობის შესახებ, სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნა წარადგინა, რომლის საფუძველზეც ადვოკატები აბესაძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ პროცესი დაცვის მხარის შესავალი სიტყვების ეტაპზეა. მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი წაყენებულ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა თავად ქრთამის აღების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. ოთარ აბესაძე ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ორი თვის წინ დააკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე