უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 15:43 | 06.10.2017
ნანახია: 2236

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქარველოს მთელ ტერიტორიაზე,  უახლოესი დღეების განმავლობაში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დღეს დასავლეთ საქართველოში ჰაერი 22-დან 27 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთში 17-დან 22-მდე.
9 ოქტომბრამდე, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში კიდევ უფრო დათბება. უახლოესი დღეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოში 25-30, ხოლო აღმოსავლეთში 23-28 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

დღეს კი, თბილისში 19 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე