ანბანით მოთხრობილი საქართველოს ისტორია (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:38 | 06.10.2017
ნანახია: 1505

2018 წელს საქართველო “ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე” საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება.

ღონისძიებასთან დაკავშირებით, ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა და კულტურის სამინისტრომ-მ შექმნა პროექტის ოფიციალური ანიმაციური ვიდეორგოლი – Georgia Made by Characters / ანბანით მოთხრობილი საქართველო.

ვიდეორგოლში ანბანური თანმიმდევრობით თითოეული ქართული ასო საქართველოს შესახებ მცირე ისტორიას გვიამბობს.  მაგალითად  „დ“ ასოზე მოთხრობილია დმანისის ადამიანის შესახებ, ''მ'' ასოზე მთხრობელი მედეას შესახებ საუბრობს, „ნ“ ასოზე ნაცარქექიას, „ფ“ ასოზე ფიროსმანის ''ღ'' ასოზე - ღვინის, ''ჭ'' ასოზე - ილია ჭავჭავაძის.

ანიმაციის ავტორია JWT METRO, მუსიკა კი - ნიაზ დიასამიძეს ეკუთვნის.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე