მაკა ჩიჩუამ 206-ე საბავშვო ბაღში დაშავებული ბავშვი მოინახულა

საქართველო, თბილისი - 10:05 | 06.10.2017
ნანახია: 1716

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის“ ბავშვთა განყოფილებას ეწვია და საბავშო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი მოინახულა.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ინგოროყვას კლინიკის ბავშვთა განყოფილებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ საკმაოდ ტრავმული ბავშვი გამოიყვანა მდგომარეობიდან. მინდა, რომ მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყოთ ყველანი, რომ ისეთ სახელმწიფო დაწესებულებებში, როგორიც არის საბავშვო ბაღი, ნაკლებად ხდებოდეს ასეთი სრულიად გაუთვალისწინებელი შემთხვევები და ბავშვი ასე მარტივად არ ვარდებოდეს ფანჯრიდან“,- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

პირველი ლედი ბავშვის დედას და მკურნალ პედიატრსაც გაესაუბრა. როგორც პედიატრმა აღნიშნა, მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე დღეში ბავშვის სახლში გაწერა იქნება შესაძლებელი.

შეგახსნებეთ, რომ 25 სექტემბერს ზემო ფონიჭალაში 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე