დღეს ოთარ აბესაძის პროცესი განახლდება

საქართველო, თბილისი - 09:49 | 06.10.2017
ნანახია: 951

თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. 27 სექტემბერს პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

ბრალდებულს წინა სასამართლო სხდომის დღეს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის დასრულების შემდეგ მოსამართლეს პროცესის გადადება სთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულის  ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, ადვოკატი ირმა ჭკადუა სასამართლო პროცესზე შუამდგომლობის სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთარ აბესაძეს, 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე 12 ივლისს დააკავა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე