გორში მამაკაცი ჩამომხვრჩალი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 17:16 | 05.10.2017
ნანახია: 2329

სოფელ ძევერაში, საქონლის სადგომში შუახნის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას 
„ნიუპოსტი“ ავრცელებს.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცმა სავარაუდოდ თავი მოიკლა.

სუიციდის მიზეზი კი მათი ვარაუდით ერთ-ერთ საკრედიტო ორგანიზაციაში შეტანილი თანხაა, რომელსაც ოჯახს გაკოტრებული კომპანია უკან ვეღარ უბრუნებს.

მომხდარზე გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე