2006 წლის 1-ელ აპრილამდე აღებული მართვის მოწმობა იურიდიულ ძალას კარგავს

საქართველო, თბილისი - 16:04 | 05.10.2017
ნანახია: 2807

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით,   მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილამდე აქვთ აღებული, მისი გამოყენება დაახლოებით, 3 თვის განმავლობაში შეუძლიათ, რადგან 2018 წლის 1-ელ იანვარს დოკუმენტი იურიდიულ ძალას დაკარგავს.

სააგენტოს ინფორმაციით, თუ მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე აიღეს, მას მოქმედების იურიდიული ძალა 2018 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდებაშემდეგ კი განახლება მოუწევთ.
2014 წლიდან დაბეჭდილ მართვის მოწმობებში კი, მოქმედების კონკრეტული ვადა იწერება, რომლის ამოწურვის შემდეგ, დოკუმენტი უნდა განაახლდეს.

..მართვის მოწმობის განახლებისთვის გამოცდის ხელახლა ჩაბარება არ გესაჭიროებათამისთვის მხოლოდ 15 ლარის გადახდა და ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოთ. გარდა ამისა, 15 ლარსროგორც ავტომატურიისე მექანიკური ძრავის მქონე ავტომობილის მართვის უფლების განახლებისთვის იხდით, - აცხადებენ სააგენტოში.

მართვის მოწმობის შეცვლა სავალდებულო არ არის მისი მოქმედების ვადის გასვლამდე, ხოლო ახალი მოწმობის აღების ან/და შეცვლის შემთხვევაში დღეს არსებული ღირებულება დარჩება უცვლელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე