დავით ნარმანიამ პატარებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და საჩუქრად წიგნები გადასცა
საქართველო, თბილისი - 15:56 | 05.10.2017 ნანახია: 940სამგორის რაიონის სოფელ წინუბანში თბილისის მერი დავით ნარმანია, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და სამგორის რაიონის გამგებელთან გიორგი ბაგრატიონთან ერთად, ახალგახსნილ საბავშვო ბაღს ესტუმრა.
ბაღში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და პარლამენტის დეპუტატები მარიამ ჯაში და შოთა ხაბარელიც იმყოფებოდნენ. დავით ნარმანიამ პატარებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და საჩუქრად წიგნები გადასცა.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, თბილისს შემოერთებულ სოფელში საბავშვო ბაღი 1999 წელს დაიხურა, რის შემდეგაც ადგილობრივებს ბავშვების ტარება დიდი ლილოსა და ნასაგურის დასახლებაში მდებარე ბაღებში უწევდათ. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის გამო გადაწყდა, წინუბნის დასახლებაში საბავშვო ბაღის გახსნა. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და ყველა პირობა შეიქმნა იმისთვის, რომ სააღმზრდელო პროცესი მაღალ დონეზე ჩატარდეს.
ახალ ბაღში 10 ჯგუფი ფუნქციონირებს, მათ შორის, ორი-ბაგაა. შენობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულია.
წინუბნის გარდა, წელს ბაღის მშენებლობა თბილისთან შემოერთებულ კიდევ ორ ტერიტორიაზე - სოფელ გლდანსა და სოფელ დიღომში მიმდინარეობს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა