საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მატჩს ყოფილი პატიმრები დაესწრებიან

საქართველო, თბილისი - 14:14 | 05.10.2017
ნანახია: 1390

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის"  ბენეფიციარები საქართველოს ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს დაესწრებიან. ქართველი ფეხბურთელები უელსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. უწყების ინფორმაციით, თამაშს ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები დაესწრებიან. მატჩი  დინამო არენაზე 6 ოქტომბერს, 20.00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ აქტიური მხარდამჭერია.  სფფ ყოფილი პატიმრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის ბილეთების კვოტირებულ რაოდენობას სისტემატურად გამოყოფს.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. პროგრამას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან  გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე