გურამ რჩეულიშვილის თხოვნით, სასამართლო 24 ოქტომბრამდე გადაიდო

საქართველო, თბილისი - 12:54 | 05.10.2017
ნანახია: 988

გურამ რჩეულიშვილმა ,,ცენტრ პოინტ მაგნოლიას" ეპიზოდის განხილვაზე სხდომის გადადება მოითხოვა. 

მოსამართლე მაია შოშიაშვილმა, პროკურორების პროტესტის მიუხედავად, დაცვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა 24 ოქტომბრამდე გადადო.

როგორც ბრალდებულმა განმარტა, სასამართლოს ჩვენებას ორ კვირაში მისცემს. 

,,ჩვენების მიცემისთვის მზად ვარ, უბრალოდ ძალიან ბევრს ვმუშაობ ღამის განმავლობაშიც, იმისთვის რომ საპროცესო შეთანხმება მოვამზადო. ორ კვირაში მივცემ სასამართლოს ჩვენებას", - თქვა გურამ რჩეულიშვილმა და დასძინა, რომ ხელშეკრულების თანახმად, ,,ცენტრ პოინტის" ყველა აქტივი იყიდება და სამშენებლო კომპანიებს ეკისრებათ ვალდებულება, რომ დაასრულონ ,,ცენტრ პოინტის" მშენებლობები, ასევე დააკმაყოფილონ ყველა დაზარალებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე