ლგბტ აქტივისტებმა მთავრობის კანცელარიაში 38 000 ადამიანის მიერ ხელმოწერილი პეტიცია შეიტანეს

საქართველო, თბილისი - 12:20 | 05.10.2017
ნანახია: 3220

ლგბტ აქტივისტებმა მთავრობის კანცელარიაში 38 000 ადამიანის მიერ ხელმოწერილი პეტიცია შეიტანეს.

,,თანასწორობის მოძრაობის" წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციას მიმართავენ და მოითხოვენ 2017 წლის 25 აგვისტოს ბათუმში "თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორის ლევან ბერიანიძის და თორნიკე კუსიანის მიერ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები გამოიძიოს. 

მათი განმარტებით, საქმის გამოძიების ნაცვლად დაზარალებულებს სამართალდამცავებმა 300 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. მათ  ბრალი 166-ე და 173-ე მუხლებით ჰქონდათ წარდგენილი, რაც  წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

თორნიკე კუსიანი აცხადებს, რომ  მათზე მოქალაქეების გარდა ჰომოფობიურ ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციელების მხრიდანაც განხორციელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე