ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 17:52 | 04.10.2017
ნანახია: 1591

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ერთი მამაკაცი, კიდევ ერთი მამაკაცი კი, დაშავდა.

ექიმების განცხადებით, ავარიის დროს დაშავებულ პირს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და ის კლინიკაში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი სწრაფად მოძრაობდა. მათივე ინფორმაციით, ავტომობილი გზაზე მოცურდა, ჯერ გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა, შემდეგ კი ოპელის ტიპის ავტომობილს.

ფოტო: აჭარის ტელევიზია




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე