არცერთი თეთრი რუსეთის სახელმწიფოსგან ჩვენ არ მიგვიღია - ირმა ინაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:16 | 04.10.2017
ნანახია: 1575

არცერთი თეთრი რუსეთის სახელმწიფოსგან ჩვენს პარტიას არ მიუღია, ასე ეხმაურება ,,პატრიოტთა ალიანსის'' ლიდერი ირმა ინაშვილი რუსეთიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.  

„არც ღირს სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ აბსურდზე, პირდაპირ მოვუწოდებ სპეცსამსახურებს შეისწავლონ ჩვენი საქმიანობა და დაფინანსება. ღია და საჯაროა ეს ყველაფერი, არცერთი თეთრი რუსეთის სახელმწიფოსგან ან იქ მოღვაწე ბიზნესმენების მხრიდან ჩვენ პარტიას არ მიუიღია და არც მივიღებთ,“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე