რუსთავში 40 წლის მამაკაცმა 12 წლის გოგონაზე იძალადა - შსს-მ გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:08 | 04.10.2017
ნანახია: 1816

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავში, 40 წლის მამაკაცმა 12 წლის გოგონაზე იძალადა. თვითმხილველების განცხადებით, მოზარდი გუშინ სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა მას 40 წლამდე კაცი დაესხა თავს და სარდაფში ჩაიყვანა. მეზობლების ყვირილზე თავდამსხმელი გაიქცა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე