თბილისში მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგება დღეიდან დაიწყება

საქართველო, თბილისი - 11:18 | 04.10.2017
ნანახია: 1078

თბილისში მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგება დღეიდან დაიწყება. პროექტის მონაწილე პირველი სკოლა პირველი კლასიკური გიმნაზია იქნება. 

სკოლაში ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2 200 ვაშლს შეიტანს, თითოეული გარეცხილი და დაფასოებული იქნება და მათ მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაცია დაურიგებს. 

სამინისტროს ცნობით, პროექტი ეტაპობრივად დანარჩენ 9 სკოლაშიც განხორციელდება. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგებას კვირაში ერთხელ გეგმავს. გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს KEPKA-მ გაიმარჯვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც უწყებას ვაშლების შესაძენ თანხად 69 940 ლარი შესთავაზა. 

ამ კომპანიის მიერ მიწოდებული პროდუქტით განათლების სამინისტრო დედაქალაქის 10 საჯარო სკოლას 260 ათასი ერთეული ვაშლით დეკემბრის ბოლომდე მოამარაგებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე