ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატებს მთავარ პროკურატურაში ელოდებიან

საქართველო, თბილისი - 11:00 | 04.10.2017
ნანახია: 1243

დღეს, 12:00 საათზე მთავარ პროკურატურაში ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატები დაკითხვაზე არიან დაბარებულები.  ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებაში ადვოკატების ნაწილი დღეს, ნაწილი კი, ხუთშაბათს გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალების, გამოძიების მონაცემების მედიასაშუალებებით გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებებში არაერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაწყებულია გამოძიება. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე