რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:51 | 04.10.2017
ნანახია: 1087

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი „ჰონდას“ მარკის ავტომობილი ჯებირს შეეჯახა და ამოტრიალდა.

დაშავებული 30 წლამდე ასაკის მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე