დღეს, თბილისის ანძა 20:00 -დან 21:00 საათამდე ჩაბნელდება

საქართველო, თბილისი - 18:14 | 03.10.2017
ნანახია: 1465

საქართველოს მთავრობისა და ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ლას-ვეგასში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს თბილისის ანძა ერთი საათით - 20:00 საათიდან 21:00 საათამდე ჩაბნელდება.

ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მწუხარებას გამოთქვამს აშშ-ის ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც, ბოლო ინფორმაციით,  58 ადამიანი დაიღუპა,  ხოლო 515 დაშავდა და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, აშშ-ის მოქალაქეებსა და მთავრობას, დაშავებულებს კი ჯანმრთელობას უსურვებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე