ჟერარდ პიკემ და სერხიო რამოსმა რეფერენდუმის გამო იჩხუბეს

საქართველო, თბილისი - 16:51 | 03.10.2017
ნანახია: 1299

ესპანეთის ნაკრების მცველებმა ჟერარდ პიკემ და სერხიო რამოსმა კატალონიის რეფერენდუმის გამო იჩხუბეს.

რამოსს მიაჩნია, რომ ეროვნულ ნაკრებში პიკეს ყოფნა, რომელიც ღიად უჭერს მხარს კატალონიის დამოუკიდებლობას, ნეგატიურად აისახებნაკრებში არსებულ მდგომარეობაზე.

მედია აღნიშნავს, რომ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის რამოსისა და „ბარსელონას“ მცველის პიკეს ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა.

ესპანეთის ნაკრების ფანები ვარჯიშის დროს პიკეს სტვენით შეხვდნენ და ნაკრებიდან წასვლისკენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის პიკემ კატალონიის დამოუკიდებლობას მხარი ღიად დაუჭირა და ესპანეთის ნაკრებიდან წასვლის შესახებ მზადყოფნა გამოთქვა.

ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ რეფრენდუმი კატალონიაში 1-ელ ოქტომბერს გაიმართა. ამომრჩეველთა 90 პროცენტმა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. პოლიციასთან შეტაკების შედეგად დაშავდა 800-ზე მეტი ადამიანი. „ბარსელონამ“ ესპანეთის ხელისუფლების ქმედებები დაგმო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე