ზურაბ ადეიშვილის საქმეზე კობა დავითაშვილი იკითხება

საქართველო, თბილისი - 15:13 | 03.10.2017
ნანახია: 2238

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი ზურაბ ადეიშვილის საქმეზე, რომელშიც ის კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და უფლებამოსილების გადამეტებისთვის დამნაშავედაა ცნობილი.

კობა დავითაშვილი ამ წუთებში დაზარალებულის სტატუსით იკითხება. ჩვენების მიცემამდე კი მან რამდენიმე წლის წინ მომხდარი მოვლენები გაიხსენა.

კობა დავითაშვილი ამბობს, რომ მას ნახევრად სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანები დაესხნენ თავს, რომლებიც სახეს არ მალავდნენ. დავითაშვილი მომხდარს 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის და მის დარბევას უკავშირებს. მისივე განმარტებით, სააკაშვილს ეგონა, რომ ის და ნინო ბურჯანაძე მისი ხელისუფლებისგან ჩამოსაშორებლად შეთქმულებას აწყობდნენ. ადეიშვილი კი ამ საქმეში სააკაშვილის ბრძანებების შემსრულებელი იყო.

დავითაშვილმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავდასხმის დროს მიყენებულ ტრამვებს დაუკავშირა და განმარტა, რომ მას ხერხემლის დაზიანება აქვს.

პროკურატურამ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე