,,რუსთავი 2-ზე აღარ დაიშვება ლეიბორისტების, პატრიოტთა ალიანსის, გაერთიანებული დემოკრატების კანდიდატები“ - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 11:58 | 03.10.2017
ნანახია: 1432

სამი პოლიტიკური პარტიის - ლეიბორისტები, პატრიოტთა ალიანსისა და დემოკრატიული მოძრაობის მიერ ,,არჩევანის“ ეთერის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ,,რუსთავი 2''-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარაამია:

,,დღეს, გადაცემა არჩევანი ყოველგვარი რელევანტური არგუმენტაციის გარეშე, შეთანხმებულად დატოვეს ლეიბორისტულმა პარტიამ, გაერთიანებულმა დემოკრატებმა და პატრიოტთა ალიანსმა. აღნიშნული ქმედებით, მათ უპატივცემლობა გამოხატეს გადაცემის, მისი წამყვანის, მთელი არხის და სტუდიაში დარჩენილი მათი კოლეგების მიმართ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არხის გადაწყვეტილებით, არც ერთი ზემოაღნიშნული პარტიის კანდიდატი მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ არც ერთ დებატებში აღარ დაიშვება,“ - წერს გვარამია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე