ლევან ხაბეიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული

საქართველო, თბილისი - 11:13 | 03.10.2017
ნანახია: 983

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი დღეს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. საგამოძიებო უწყებას ხაბეიშვილთან კითხვები გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქვს.

როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, ის გუშინ, მერიის წინ გამართული აქციიდან სუს-ის თანამშრომლებმა გაიტაცეს, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციური პარტია მხარდამჭერებთან ერთად საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე