ჯონი დეპი ქონებას ვალების გამო ყიდის

საქართველო, თბილისი - 11:07 | 03.10.2017
ნანახია: 1431

ჯონი დეპის ფუფუნებითა და ექსტრავაგანტურობით გატაცება ძვირად დაუჯდა. მის ფინანსურ მდგომარეობაზე ასევე მძიმედ აისახა ემბერ ჰერდთან გამაკოტრებელი განქორწინება, შემდეგ კი ხანგრძლივი სასამართლო დავა ყოფილ მენეჯერებთან.

მსახიობმა აუქციონზე ჯერ მდიდრული იახტა გაიტანა, შემდეგ ლოს-ანჯელესის პენთჰაუსი. ჯონი დეპი ასევე ყიდის კენტუკის შტატში მდებარე რანჩოსაც

თუმცა პოტენიურ მყიდველები მისი ქონების შეძენას არ ჩქარობენ, იმის მიუხედავად, რომ ფასი მუდმივად ეცემა.

რანჩო, რომელიც უზარმაზარ ტერიტორიაზეა განთავსებული, ავტოფარეხი, და ოთხი ავტომობილი, აუზი, ასევე სახლი სტუმრებისთვის დეპმა გასაყიდად ჯერ კიდევ ზამთარში გაიტანა.

მაშინ ის 3,4 მლნ დოლარს ითხოვდა. გაზაფხულზე იძულებული გახდა გასაყიდი ფასი 2,9 მლნ-მდე შეემცირებინა, მაგრამ მყიდველი მაინც არ გამოჩნდა.

ბოლო აუქციონი გასულ პარასკევს გაიმართა და ყველაზე მაღალი ფსონი 1,5 მლნ დოლარი აღმოჩნდა. როგორც People წერს, დეპის წარმომადგენელმა ასეთ „სამარცხვინო“ ფასად რანჩოს გაყიდვაზე უარი თქვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე