თათია ახალაიამ პარიზის მოდის კვირეულზე ვალენტინ იუდაშკინის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველო, თბილისი - 10:32 | 03.10.2017
ნანახია: 986

ქართველმა მოდელმა თათია ახალაიამ დღეს პარიზის მოდის კვირეულზე გაზაფხული-ზაფხული 2018 ვალენტინ იუდაშკინის (Valentin Yudashkin ) ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. პარიზის მოდის კვირეულზე თათია აგრეთვე წარმატებით გამოვიდა ენდრიუ ჯი-ენ-ის (Andrew GN) და პასკალ მილეტის (Pascal Millet) ჩვენებებში. წელს თათია ახალაიამ შოუების სეზონი ნიუ იორკის და მილანის მოდის კვირეულებით დაიწყო, სადაც მან წარადგინა ისეთი ცნობილი დიზაინერების სამოსი, როგორებიც არიან რობერტო კავალი (Roberto Cavalli), ემილიო პუჩი( (Emilio Pucci), სტელა ჯინი (Stella Jean), ნარცისო როდრიგესი, ქეით სპედი (Kate Spade), ჯონათან სონდერსი ( Jonathan Saunders) და გრეი ჯეისონ ვუ (Grey Jason Wu). შეგახსენებთ, რომ თათია ახალაია გახლავთ საერთაშოსისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებული და “IC Model Management”-ის წარმატებული მოდელი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე