შეძრული ვარ ლას-ვეგასში მომხდარი ტრაგედიით - დიმიტრი მედვედევი

საქართველო, თბილისი - 18:05 | 02.10.2017
ნანახია: 1458

ლას ვეგასში მომხდარ ტერაქტს რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი გამოეხმაურა.

„შეძრული ვარ ლას-ვეგასში მომხდარი ტრაგედიით. ეს დანასაული შემზარავია თავისი სისასტიკით, არაადამიანურობითა და ცინიზმით,“- განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

თავდასხმა ლას-ვეგასის სასტუმრო კომპლექს მენდელეი ბეისთან გვიან საღამოს ქანთრი-მუსიკის ფესტივალზე განხორციელდა, რასაც 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 200-ს აღწევს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე