„მე და მიშელი დაღუპულთა სულებისთვის ვლოცულობთ - ბარაკ ობამა ლას-ვეგასში მომხდარ თავდასხმაზე

საქართველო, თბილისი - 18:08 | 02.10.2017
ნანახია: 1054

ლას ვეგასში მომხდარ ტერაქტს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაქ ობამაც  გამოეხმაურა.

„მე და მიშელი დაღუპულთა სულებისთვის ვლოცულობთ. ჩვენი ფიქრებით მათ ოჯახებსა და იმ ადამიანებთან ვართ, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხო,“-წერს ობამა სოციალურ ქსელ ტვიტერში.   

თავდასხმა ლას-ვეგასის სასტუმრო კომპლექს მენდელეი ბეისთან გვიან საღამოს ქანთრი-მუსიკის ფესტივალზე განხორციელდა, რასაც 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 200-ს აღწევს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე