დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საკვების და მედიკამენტების მიღება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 17:21 | 02.10.2017
ნანახია: 1052

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ პროტესტი შეწყვიტა, რადგან ციხის ადმინისტრაციამ მისი მოთხოვნები დააკამაყოფილა, ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენი'' ავრცელებს.

„საკვების და მედიკამენტების მიღება დაიწყო. ამ ყველაფერზე უარის თქმამ მას შაქარი 65-მდე დაუგდო, ახლა ის ექიმების მხრიდან ძალიან დიდი კონტროლის ქვეშ იმყოფება. მოგეხსენებათ, დეკანოზი ნაოპერაციებია და ამ ყველაფერმა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმოქმედა.

მისი ამ პროტესტის შედეგად, ის პრობლემა, რაც სატელეფონო კომუნიკაციასთან დაკავშირებით ჰქონდა, აღმოფხვრილია. უფლება და საშუალება მიეცემა, რომ ჩვეულებრივად განახორციელოს სატელეფონო კომუნიკაცია. ეს უფლება მას კანონით აქვს მინიჭებული.

სააპელაციო საჩივარს თავიდან ბოლომდე, დეტალურად ხვალ გაეცნობა, ჩვენი პოზიციები თანხვედრაშია. მაქისმალურად ვეცდებით წარმოვაჩინოთ თუ როგორი უკანონო და უსაფუძვლო განაჩენი მიიღო პირველი ისტანციის მოსამამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა“, - განაცხადა რამიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე