დღეს და ხვალ თბილისის ანძა ვარდისფრად განათდება

საქართველო, თბილისი - 11:41 | 02.10.2017
ნანახია: 1616

1-2 ოქტომბერს, თბილისის ანძა ვარდისფრად განათდება. აქცია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში მიმდინარე „ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ნაწილია და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და თბილსერვის ჯგუფის მხარდაჭერით ხორციელდება.

ამავე დროს, 2 ოქტომბერს, 9:00 ათიდან, რიყის პარკში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და თბილსერვის ჯგუფის მხარდაჭერით ვარდისფერი ყვავილები დაირგვება და ნარგავებისგან ძუძუს კიბოსთან ბრძოლის სიმბოლო შეიქმნება. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე